რელიგიის თავისუფლება ნიდერლანდებში

რელიგიის თავისუფლება ნიდერლანდებში
ნიდერლანდებში რელიგიის თავისუფლება სათავეს მე-16 საუკუნის რელიგიური ომების დროიდან იღებს, რის შედეგადაც პირველად მოხდა რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური აღიარება 1579 წელს, თუმცაღა საკმაოდ შეზღუდული ფორმით. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზაციის პროცესი დაიწყო მე-19 საუკუნეში და საბოლოოდ დასრულდა კონსტიტუციაში 1983 წელს შეტანილი ცვლილებებით. კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, რელიგიური კუთვნილების ან მსოფლმხედველობის გამო დისკრიმინაცია აკრძალულია. ცნება „მსოფლმხედველობის“ გამოყენებით რელიგიური და არარელიგიური მოძღვრებები თანასწორად დაცულია ნიდერლანდებში.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»